თავში

რომის პაპი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს შეხვდა

რომის პაპი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს შეხვდა
რომის პაპი ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს შეხვდა

რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ალ-სისტანს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Al Jazeera წერს.

შეხვედრა ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნაჯაფში გაიმართა. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა  რელიგიური დიალოგისთვის ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აიათოლა ალი ალ-სისტანის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქრისტიანი ერაყელების დაცვა რელიგიურ ხელისუფლებას აკისრია. შიიტების სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქრისტიანმა მოქალაქეებმა  ყველა ერაყელის მსგავსად, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში უნდა იცხოვროს.

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ალ-სისტანსა და შიიტელებს, ერაყის უახლესი ისტორიის ყველაზე სასტიკ პერიოდში, დევნილის დაცვისათვის მადლობა გადაუხადა.

ნაჯაფში შესვლისას რომის პაპს გზად ბავშვები შეეგებნენ, რომლებსაც ერაყისა და ვატიკანის დროშები ეკავათ.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, რომის პაპი ერაყში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ის რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება და ადგილობრივ ქრისტიანებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანს შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას აღავლენს.

პაპ ფრანცისკეს ირანის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ის ქუჩაში სპეციალური დიზაინით შექმნილი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system