თავში

რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა
რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ერაყში ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.

ერაყის პრეზიდენტთან, ბარჰამ სალიჰთან შეხვედრის დროს კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ „ცივილიზაციის აკვანში“ სტუმრობა მისთვის სასიხარულო მოვლენაა. რომის პაპმა ერაყელ ქრისტიანებს მიმართა და თქვა, რომ მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტი როლი უნდა ჰქონდეთ. პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ერაყის მრავალფეროვნება „ძვირფასი რესურსია“ და არა დაბრკოლება.

„დაე, დასრულდეს ძალადობა და ექსტრემიზმი, დაყოფა და შეუწყნარებლობა. ერაყმა ომების დამანგრეველი შედეგები იხილა, ხშირად ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებული ტერორიზმისა და რელიგიათაშორისი კონფლიქტების უბედურება, რომელსაც არ შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრება“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, რომის პაპი ერაყში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ის რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება და ადგილობრივ ქრისტიანებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანს შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას აღავლენს.

პაპ ფრანცისკეს ირანის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ის ქუჩაში სპეციალური დიზაინით შექმნილი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system