თავში

რომის პაპი ფრანცისკე 85 წლის გახდა

​რომის პაპი ფრანცისკე 85 წლის გახდა
რომის პაპი ფრანცისკე 85 წლის გახდა

რომის პაპი ფრანცისკე დღეს 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Vatican News იტყობინება.

უკვე მეცხრე წელია, რომის პაპი ფრანცისკე დაბადების დღეს პეტრეს ტახტზე აღნიშნავს.

ის 1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, იტალიელი მიგრანტების, მარიო და რეჯინა მარიო ბერგოლიოს ოჯახში დაიბადა და ნათლობისას სახელი ხორხე მარიო დაარქვეს.

ის არის პირველი ლათინოამერიკელი და პირველი იეზუიტი, რომელიც რომის პაპი გახდა.

იტალიური მედია წერს, რომ რომის პაპი ყოველთვის თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როდესაც ის ბუენოს-აირესის მთავარეპისკოპოსი იყო, ფრანცისკეს ჰკითხეს - რატომ ცხოვრობს უბრალო ბინაში და რატომ ურჩევნია, საკუთარი საჭმელი თავად მოამზადოს, მან უპასუხა: "ჩემი ხალხი ღარიბია და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ".

რომის 266-ე პაპი ის 2013 წლის 13 მარტიდან გახდა. სახელი ფრანცისკე ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებლის, ფრანსისკო ხავიერის პატივსაცემად აიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system