თავში

რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსსა და საბერძნეთში მიგრანტების მოსანახულებლად ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსსა და საბერძნეთში მიგრანტების მოსანახულებლ
რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსსა და საბერძნეთში მიგრანტების მოსანახულებლად ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე კვიპროსს ესტუმრა, სადაც ადგილობრივებს შემწყნარებლობაზე, ინტეგრაციასა და თანაცხოვრებაზე ესაუბრა. მან ვიზიტი მიგრანტების კრიზისს დაუკავშირა, რომელიც კუნძულზე მიმდინარეობს. 

კვიპროსში მიგრანტები რთულ პირობებში ცხოვრობენ. ბევრმა მათგანმა ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან ნავებით შეაღწია. 

ჟურნალისტებთან საუბრისას პაპმა განაცხადა, რომ ნანახით შეძრულია. მისი თქმით მიგრანტები და დევნილები მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. პაპის გადაწყვეტილებით ქვეყნიდან 50 მიგრანტი იტალიაში გადავა და დროებით თავშესაფარს მიიღებს. მათი გადასვლა უახლოესი კვირის განმავლობაში იქნება ორგანიზებული. 

ფრანცისკე ასევე ეწვევა საბერძნეთს, სადაც ლესბოსის კუნძულებზე ათასობით დევნილი ბანაკებში, რთულ პირობებში ცხოვრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system