თავში

რომის პაპი: ღმერთს უყვარს თქვენი LGBT შვილები და მათთვის ეკლესიაში ადგილი არის

რომის პაპი: ღმერთს უყვარს თქვენი LGBT შვილები და მათთვის ეკლესიაში ადგილი არის
რომის პაპი: ღმერთს უყვარს თქვენი LGBT შვილები და მათთვის ეკლესიაში ადგილი არის

რომის პაპი ფრანცისკე LGBT საზოგადოების 40 მშობელს შეხვდა, დაამშვიდა და უთხრა, რომ მათი შვილები ღმერთს უყვარს და მათთვის ეკლესიაში ადგილი არის. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

"ეკლესიას უყვარს თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, რადგან ისინი ღვთის შვილები არიან", - განუცხადა პაპმა მშობლებს.

83 წლის პაპს LGBT წევრების მშობლები კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მათი დისკრიმინაციის შესახებ ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ მშობლებმა პაპს ცისარტყელას ფერის მაისური გადასცეს, წარწერით "სიყვარულში შიში არ არის". 

მშობლების თქმით, პაპის ასეთი სიტყვები LGBT წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კათოლიკური ეკლესია დიდი ხანია მათ გმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system