თავში

რომის პაპი: ჰაერში საშინელი დაძაბულობა იგრძნობა

რომის პაპი: ჰაერში საშინელი დაძაბულობა იგრძნობა
რომის პაპი: ჰაერში საშინელი დაძაბულობა იგრძნობა

რომის პაპმა ფრანცის პირველმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულ მდგომარეობასთან დაკავშირებით იქადაგა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სულიერმა ლიდერმა ვატიკანში გამართულ ტრადიციულ საკვირაო წირვაზე ისაუბრა.

მას არ დაუსახელებია კონრეტული ადამიანებისა თუ ქვეყნების სახელები, მაგრამ თქვა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საშინელი დაძაბულობა იგრძნობა.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ დიალოგის რეჟიმი და სიმშვიდე. ომს მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა მოაქვს“, - თქვა პაპმა. 

3 იანვარს ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. ირანმა განაცხადა, რომ ამისათვის აშშ-ზე შურს იძიებს. დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ თუ ირანი სულეიმანის ლიკვიდაციას გაფრთხილებად არ მიიღებს და ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ განცხადებებს არ შეწყვეტს, აშშ თეირანისთვის მნიშვნელოვან 52 ობიექტს დაარტყამს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system