თავში

რომის პაპი ისლამური სახელმწიფოს ე.წ. "დედაქალაქში" იმყოფება

რომის პაპი ისლამური სახელმწიფოს ე.წ. "დედაქალაქში" იმყოფება
რომის პაპი ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქში იმყოფება

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. სამ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ქალაქ მოსულს  ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებდნენ. 

რომის პაპმა მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მიმართა. მოგვიანებით პაპი იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

ცნობისთვის, რომის პაპი, ისტორიაში პირველად, ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ალ-სისტანს შეხვდა.

რომის პაპი ერაყში სამი დღის წინ ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ის რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება და ადგილობრივ ქრისტიანებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანს შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას აღავლენს.

პაპ ფრანცისკეს ირანის შეიარაღებული ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ის ქუჩაში სპეციალური დიზაინით შექმნილი ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system