თავში

რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა მდიდრების პრივილეგია არ უნდა იყოს

​რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა მდიდრების პრივილეგია არ უნდა იყოს
რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა მდიდრების პრივილეგია არ უნდა იყოს

სამწუხარო იქნებოდა, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო მდიდრებს მიეწოდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაუშვებელი იქნება, თუკი ვაქცინა მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ერის საკუთრება იქნება.

"ინდუსტრიას, რომელიც კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს, ანუ მოქალაქეების მხარდაჭერას იღებს, ამ უკანასკნელთა და ღარიბების ინტერესები არ უნდა დაივიწყოს", - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ ყველას "სოციალური უსამართლობის პანდემიის" შესახებ შეახსენა და განაცხადა, რომ სამყარო უნდა შეიცვალოს.

"ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება და ეკონომიკური საქმიანობის განახლება ყველას სურს, მაგრამ ეს უთანასწორობასთან დაბრუნებას არ უნდა ნიშნავდეს", - განაცხადა რომის პაპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system