თავში

რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა, პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ

რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა, პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ
რომის პაპი: კორონავირუსის ვაქცინა, პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ

ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიდეომიმართვაში სიტყვით გამოცვლისას განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, პაპმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა უნდა მიიღონ მკურნალობა. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ", - აღნიშნა პაპმა.

ცნობისთვის, პაპმა ფრანცისკემ 19 აგვისტოსაც განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მდიდრების პრივილეგია არ უნდა იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system