თავში

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ
რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში ამჟამად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ომს ყველა ვერ ამჩნევს, რადგან ის ფრაგმენტულად და "ნაწილ-ნაწილ" მიმდინარეობს.

”მიმოიხედეთ გარშემო და დაინახავთ სამყაროს, სადაც ყველგან ომია... ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ”, - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე I-მა აღნიშნა, რომ ადამიანური ცოდვების გამო, ჩვენ ყოველთვის მტრობისკენ და ომისკენ მივიწევთ. რომის პაპის განცხადებით, ადამიანებს მათი მთავარი მოწოდება - ჰარმონიის, ძმობის, მეგობრობისაკენ სწრაფვა ავიწყდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system