თავში

რომის პაპი სადღესასწაულო მსახურებებს გამოტოვებს

​რომის პაპი სადღესასწაულო მსახურებებს გამოტოვებს
რომის პაპი სადღესასწაულო მსახურებებს გამოტოვებს

რომის პაპი ფრანცისკე "მტკივნეული რადიკულიტის" გაუარესების გამო 2020 წლის 31 დეკემბერს და 2021 წლის 1 იანვარს დაგეგმილ მსახურებებს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ვერ გაუძღვება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სიარულის დროს მარჯვენა ფეხის ტკივილი აწუხებს. ის ფიზიოთერაპიას რეგულარულად გადის, თუმცა მრავალი წლის მანძილზე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად ვერ ესწრება.

ამასთან, რომის პაპი ფრანცისკე პარასკევს, 1 იანვარს, სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკიდან მორწმუნეებს ტრადიციული "უფლის ანგელოზის ლოცვით" მაინც მიმართავს.

საღამოს მსახურებაზე, რომელიც 31 დეკემბრის საღამოს არის დაგეგმილი, ფრანცისკეს კარდინალების კოლეგიის დეკანი ჯოვანი ბატისტა რე შეცვლის, ხოლო 1 იანვარს დილის წირვას ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ჩაატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system