თავში

რომის პაპი შეუძლოდ ყოფნის გამო მესას არ დაესწრო

​რომის პაპი შეუძლოდ ყოფნის გამო მესას არ დაესწრო
რომის პაპი შეუძლოდ ყოფნის გამო მესას არ დაესწრო

რომის პაპმა გააუქმა რომში, ლატერანის გორაზე მდებარე წმინდა ჯოვანის ბაზილიკაში დაგეგმილ მესაში მონაწილეობა. ვატიკანის პრესსამსახურის უფროსის, მათეო ბრუნის განცხადებით, პონტიფიკი თავს შეუძლოდ გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. შეუძლოდ ყოფნის დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ბრუნის თქმით, პაპის დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში ცვლილება არ იგეგმება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც იტალიაში კორონავირუსის აფეთქებაა.

მანამდე, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ითქვა, რომ გუშინ წინასააღდგომო მარხვის დაწყების აღმნიშვნელი ღვთისმსახურებაზე - ოთხშაბათის წმინდა ფერფლის რიტუალზე - პაპს სურდო და ხველა აღენიშნებოდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კათოლიკური სამყარო 12 აპრილს აღნიშნავს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, COVID-19 -ის 528 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 14-მდე გაიზარდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system