თავში

რომის პაპმა 13 ახალი კარდინალი დაასახელა

რომის პაპმა 13 ახალი კარდინალი დაასახელა
რომის პაპმა 13 ახალი კარდინალი დაასახელა

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს მოულოდნელი განცხადება გააკეთა და 13 ახალი კარდინალი დაასახელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

კარდინალები მთელი მსოფლიოდან არიან შერჩეულები.

საეკლესიო დადგენილებით, 13-დან 9 კარდინალს უფლება ექნება, მონაწილეობა მიიღოს შემდეგი პაპის არჩევაში. მათი ასაკი 80 წელზე ნაკლები უნდა იყოს.

კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი სასულიერო პირია, რომის პაპის შემდეგ. ეკლესიას პაპთან ერთან მართავს კარდინალთა კოლეგია. ლატერანის საეკლესიო კრების დადგენილებით, კარდინალთა კოლეგია ირჩევს პაპს, კარდინალებს კი ნიშნავს პაპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system