თავში

რომის პაპმა ერთსქესიან წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირებს მხარი დაუჭირა

რომის პაპმა ერთსქესიან წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირებს მხარი დაუჭი
რომის პაპმა ერთსქესიან წყვილებს შორის სამოქალაქო კავშირებს მხარი დაუჭირა

ერთსქესიან წყვილებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ურთიერთობის გაფორმება სამოქალაქო კავშირის სახით შეძლონ, ვინაიდან მათ აქვთ ოჯახის უფლება, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

ფილმის "ფრანცისკე" პრემიერა რომის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

"ჰომოსექსუალებს აქვთ ოჯახში ყოფნის უფლება. ისინი ღმერთის შვილები არიან და აქვთ ოჯახის უფლება. არავინ არ უნდა გამოირიცხოს. რა უნდა გავაკეთოთ, მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირების შესახებ. ამრიგად, ჰომოსექსუალები სამართლებრივი დაცვით ისარგებლებენ", - განაცხადა რომის პაპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system