თავში

რომის პაპმა კაპიტოლიუმში მომხდარი მოვლენები დაგმო

რომის პაპმა კაპიტოლიუმში მომხდარი მოვლენები დაგმო
რომის პაპმა კაპიტოლიუმში მომხდარი მოვლენები დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა კაპიტოლიუმში, 6 იანვარს მომხდარი მოვლენები დაგმო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

რომის პაპის განცხადებით, მიუღებელია ყველანაირი ქმედება, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული.

”მსგავსი სახის მოძრაობები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მონაწილეობს მასში, უნდა დავგმოთ", - განაცხადა რომის პაპმა.  

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

პოლიციამ ცრელმსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ 52 პირი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system