
მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების ფონზე, რომის პაპმა ქრისტიანებს გაერთიანებისა და ერთად ლოცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
"უნდა გავერთიანდეთ. ყველა ქრისტიანს მოვუწოდებ, რომ საკუთარი ხმა ზეცისკენ მიმართოს და 25 მარტს, შუადღისით, მამაო ჩვენო წარმოთქვას",- განაცხადა რომის პაპმა.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე მსოფლიო მასშტაბით ქვეყნები სალოცავებს და ეკლესიებს კეტავენ, ხოლო იქ სადაც ეკლესიის კარი ამ დრომდე ღია რჩება, მრევლს მოუწოდებენ, რომ ეკლესიაში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ.
Let us stay united. I invite all Christians to direct their voices together toward Heaven, reciting the Our Father tomorrow, 25 March, at noon. #PrayTogether #PrayForTheWorld pic.twitter.com/IsZqgssUVE
— Pope Francis (@Pontifex) March 24, 2020