თავში

რომის პაპმა ქვეყნის ლიდერებს ბუნების დაცვისთვის თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ქვეყნის ლიდერებს ბუნების დაცვისთვის
რომის პაპმა ქვეყნის ლიდერებს ბუნების დაცვისთვის თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა

რომის პაპმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.

პაპი ფრანცისკეს თქმით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გადადგან თამამი ნაბიჯები დედამიწის დაცვისთვის. 

რომის პაპი კორონავირუსის პანდემიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვირუსი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ არ გავუფრთხილდებით ბუნებას. 

რომის პაპის განცხადებით, კაცობრიობის მიზანია შეინარჩუნოს ის სარგებელი, რასაც დედამიწაზე ცხოვრებით ვიღებთ და განვავითაროთ ტექნოლოგიები, შევქმნათ ინოვაციები მის დასაცავად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system