თავში

რომის პაპმა ლიბანის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ლიბანის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა
რომის პაპმა ლიბანის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა ლიბანის მოსახლეობას "თავისუფალი და ძლიერი" მომავლის შესაქმნელად ერთიანობისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"გასული სამშაბათის კატასტროფა ყველას, მათ შორის ლიბანის მოსახლეობიდან გვიჩვენებს, რომ საყვარელი ქვეყნის საერთო სიკეთისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა აღნიშნა, რომ ქალაქების კულტურათა თანაცხოვრება აფეთქების შედეგად გაცილებით უფრო მყიფე გახდა.

რომის პაპმა ლიბანის ეკლესიას აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 250,000 ევრო შესწირა. 

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system