თავში

რომის პაპმა სამედიცინო მუშაკები დალოცა

რომის პაპმა სამედიცინო მუშაკები დალოცა
რომის პაპმა სამედიცინო მუშაკები დალოცა

რომის პაპმა, ფრანცისკე I ხუთშაბათს გამართულ სააღდგომო მესაზე ექიმები, ექთნები და მღვდლები დალოცა, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. 

ტრადიციული სააღგომო მესა, რომელიც აღდგომის წინა ხუთშაბათს ტარდება, წმინდა პეტრეს ტაძარში იმართება და მას ათი ათასამდე მლოცველი ესწრება. თუმცა, წელს, ეპიდემიის გამო, ტრადიციული წირვა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და მას მხოლოდ რომის პაპი და მისი თანმხლები რამდენიმე პირი ესწრებოდა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიაში დაახლოებით 60 მღვდელი გარდაიცვალა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული პირების გვერდით იმყოფებოდნენ და მათზე ზრუნავდნენ. ისინი და მათთან ერთად, ექიმები და მღვდლები წმინდანების გვერდით დგანან" , - განაცხადა ფრანცისკე I.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system