თავში

რომის პაპმა თავისი საკვანძო მრჩეველის გადადგომა მიიღო

​რომის პაპმა თავისი საკვანძო მრჩეველის გადადგომა მიიღო
რომის პაპმა თავისი საკვანძო მრჩეველის გადადგომა მიიღო

რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ პიტერ ტარქსონის გადადგომა მიიღო, რომელიც კლიმატისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებში მისი მთავარი მრჩეველი იყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, კარდინალ ტარქსონმა დატოვა დეპარტამენტი, რომელსაც მთლიანი ადამიანური განვითარების დიკასტერია ეწოდება. ის 2016 წელს შეიქმნა და მშვიდობის, სამართლიანობის, მიგრაციის პრობლემებზე ზრუნავდა და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.

თანამდებობები დატოვეს დიკასტერიის სხვა წინამძღვრებმაც.

"საცდელი პერიოდით დამტკიცებული წესდებით მუშაობის პირველი ხუთი წლის შემდეგ და გასულ ზაფხულს გამართული ვიზიტის შემდეგ, დიკასტერიის წინამძღვრებმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიკასტერიის პრეფექტის მოვალეობის შემსრულებლად კარდინალი მაიკლ ჩერნი დაინიშნა, რომელის მუშაობას 2022 წლის 1 იანვარს შეუდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system