თავში

რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა

​რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა
რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა

რომის პაპი ფრანცისკე, რომელმაც, დიდმარხვის პირველ კვირაში, რომში, ლატერანის გორაზე მდებარე წმინდა ჯოვანის ბაზილიკაში გამართულ მესაში მონაწილეობა ვერ მიიღო, კორონავირუსი არ დაუდგინდა. მანამდე, საერთაშორისო მედიაში ითქვა, რომ წინასააღდგომო მარხვის დაწყების აღმნიშვნელ ღვთისმსახურებაზე - ოთხშაბათის  "ფერფლის ყრის" რიტუალზე - პაპს სურდო და ხველა აღენიშნებოდა. 

კათოლიკური სამყაროს 83 წლის ლიდერი, რომელსაც ფილტვის ნაწილი წლების წინ ამოკვეთეს, თავს შეუძლოდ გრძნობდა და გასულ კვირაში თითქმის ყველა აუდიენცია გააუქმა.

პონტიფიკმა, პირველად თავისი პაპობის მანძილზე, მონაწილეობა ვერ მიიღო დიდმარხვის განდეგილობის ერთკვირიან რიტუალშიც, რომელიც ვატიკანის სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით კვირას დაიწყო. მოგვიანებით პაპმა განაცხადა, რომ წმინდა რიტუალს ის ვატიკანის რეზიდენციიდან შეუერთდება.

რომის პაპის ავად გახდომა იტალიაში კორონავირუსის გავრცელებას დაემთხვა. ბოლო მონაცემებით იქვეყანაში დაინფიცირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვმა 52-ს მიაღწია. აქედან 18 ადამიანი ერთ დღე-ღამეში დაიღუპა. იტალიაში, ირანთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system