თავში

რომის საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

​რომის საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
რომის საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

რომში საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის შესახებ იტალიის დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

გაფიცვა დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა თანამშრომლებმა იმ მოქალაქეებზე იზრუნეს, ვინც სამსახურიდან სახლში მიემართება და ტრანსპორტი ადგილობრივი დროით 17:00-დან 20:00-მდე იმუშავებს.

საპროტესტო აქციებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითქმის ყველა პროფკავშირი მონაწილეობს. რომში არ დადის ავტობუსები, არ მუშაობს მეტრო, გაჩერებულა ელმავლები.

თანამშრომლები შრომის პირობებს აპროტესტებენ.

ამასთან დღეს, მილანში, ფლორენციასა და ტურინში პედაგოგებისა და მოსწავლეების აქცია იმართება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შრომისა და სწავლის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system