თავში

რომში ქალი კუს გასეირნების გამო დააჯარიმეს

​რომში ქალი კუს გასეირნების გამო დააჯარიმეს
რომში ქალი კუს გასეირნების გამო დააჯარიმეს

რომში პოლიციელებმა 60 წლის ქალი დააჯარიმეს, რომელმაც კარანტინი დაარღვია. ამის შესახებ გამოცემა Corriere della წერს.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ის მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ის ქუჩაში მშვიდად გადაადგილდებოდა. ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ თავისი სახლის ბინადრის, კუს გასეირნება გადაწყვიტა.

13 აპრილის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 566 გარდაიცვალა და დაინფიცირების 1363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 159516 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსს ქვეყანაში 20465 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 35 435-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system