თავში

რონალდინიო პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დააკავეს

​რონალდინიო პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დააკავეს
რონალდინიო პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დააკავეს

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაიში, ყალბი პასპორტის გამოყენების ფაქტზე დააკავეს. პოლიციას იგი არ დაუპატიმრებია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება. „ბარსელონას“ ლეგენდა ასუნსიონის სასტუმროში დილით აიყვანეს, სადაც ის თავის ძმასთან და მეგობართან ერთად, იმყოფებოდა.

39 წლის ფეხბურთის ლეგენდა პარაგვაიში წიგნის წარსადგენად და ღარიბი ბავშვებისთვის დასახმარებლად კამპანიის ჩასატარებლად ჩავიდა.

„ჩვენ პატივს ვცემთ მის სპორტულ მიღწევებს, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ. მნიშვნელობა არა აქვს ვინ ხარ, კანონი ყველასთვის ერთია“, - განაცხადეს სამართალდამცავებმა მისი დაკავებისას.

2019 წელს ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ორი ქვეყნის - ბრაზილიისა და ესპანეთის პასპორტები ჩამოართვეს.

რონალდინიო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი და 2004 - 2005 წლების მსოფლიოს წლის ფეხბურთელია. მისი ქონება 80-დან 10 მილიონ ფუნტამდეა შეფასებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system