თავში

რუსეთში დათვმა მოზარდი შეჭამა

​რუსეთში დათვმა მოზარდი შეჭამა
რუსეთში დათვმა მოზარდი შეჭამა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში დათვი ტურისტულ ჯგუფს დაესხა თავს და 16 წლის მოზარდი მოკლა. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა ცხოველი იპოვეს და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ექსპერტების თქმით, ასეთი თავდასხმები ყოველ წელს ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ტურისტები დათვებს აჭმევენ, რის გამოც ცხოველები ადამიანებს საფრთხედ არ აღიქვამენ და თავს ესხმიან.

გავრცელებული ცნობით, მოზარდი ტურისტებს ლაშქრობაში ეხმარებოდა. მან უახლოესი დასახლებული პუნქტიდან საჭმელი ამოიტანა, რის შემდეგაც უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სახლში არ გამოჩენილა. ტურისტები მის საძებნად წავიდნენ და ტყეში დათვი ნახეს, რომელიც მის ცხედარს ჭამდა.

ტურისტები გაიქცნენ, თუმცა ცხოველმა ისინი შეამჩნია და თავს დაესხა. ერთ-ერთი ადამიანი დანით იყო შეიარაღებული და დათვის მოგერიება შეძლო. ამის შემდეგ ტურისტები სახელმწიფო ინსპექტორებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც დათვი იპოვეს და მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system