თავში

კანადის პრემიერ-მინისტრი სამართლიან გამოძიებას ელის

კანადის პრემიერ-მინისტრი სამართლიან გამოძიებას ელის
კანადის პრემიერ-მინისტრი სამართლიან გამოძიებას ელის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ აღნიშნა, რომ ის უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმის ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ელის. 

"დაღუპულთა ოჯახის წევრებს კითხვები აქვთ და ისინი პასუხებს იმსახურებენ," - აცხადებს ტრიუდო Twitter-ზე. 

კანადის პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო ჯგუფს შეხვდა და საქმის დეტალებს გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპულია ირანის 82 მოქალაქე, 63 კანადის და 11 უკრაინის. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system