თავში

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ რუბიკის კუბი სავაჭრო ნიშანი არ არის

​ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ რუბიკის კუბი სავაჭრო ნიშანი არ
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ რუბიკის კუბი სავაჭრო ნიშანი არ არის

ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში არ დააკმაყოფილა აპელაცია, რომლის მიხედვით რუბიკის კუბი სავაჭრო ნიშნად უნდა აღიარებულიყო, რაც ცნობილ თავსატეხს არასანქციონირებული კოპირებისგან დაიცავდა.

კუბის სამგანზომილებიანი ფორმა ევროკავშირში სავაჭრო ნიშნად ბრიტანულმა კომპანიამ Seven Towns 1999 წელს დაარეგისტრირა. 2006 წელს კი გერმანულმა კომპანიამ Simba Toys დადგენილება გაასაჩივრა და ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2016 წელს სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ კუბის ფორმა ისეთ ტექნიკურ ფუნქციას არ ითვალისწინებს, რომელიც მას სავაჭრო ნიშნის სტატუსით დაიცავს. Simba Toys-მა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

დღევანდელ დადგენილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ კუბის ფორმა, ფერებისა და სტრუქტურის მიუხედავად, ცალკე სავაჭრო ნიშანი ვერ იქნება და მისი ცალკეული ელემენტების ბრუნვის შესაძლებლობა პატენტით უნდა იყოს დაცული და არა ამ ნიშნით.

მექანიკური თავსატეხი, უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს გამოიგონა და ერთი წლის წინ დააპატენტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system