თავში

რუდოლფ ანშობერი: ავსტრიაში ვაქცინაცია შესაძლოა თებერვალში დაიწყოს

რუდოლფ ანშობერი: ავსტრიაში ვაქცინაცია შესაძლოა თებერვალში დაიწყოს
რუდოლფ ანშობერი: ავსტრიაში ვაქცინაცია შესაძლოა თებერვალში დაიწყოს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი რუდოლფ ანშობერი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში თებერვალში ან მარტში დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა Kronen Zeitung-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, რუდოლფ ანშობერი განმარტავს, რომ ვაქცინაციის დაწყების დრო დამოკიდებულია ვაქცინის დამტკიცების პროცესზე.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინა ავსტრიის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინას რისკ ჯგუფები და სამედიცინო მუშაკები მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system