თავში

რუჰანი: ისრაელთან შეთანხმებით საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა

რუჰანი: ისრაელთან შეთანხმებით საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა
რუჰანი: ისრაელთან შეთანხმებით საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა

ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ისრაელთან შეთანხმებით არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დიდი შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”მათ გონიერება მართებთ. უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, ვერაგული მოქმედება ჩაიდინეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას მიხვდებიან და არასწორ გზას მიატოვებენ”,- განაცხადა რუჰანმა. ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საამიროები ამ ქმედებით ღალატობს საკუთარ ხალხს, მუსულმანებს და მთელ არაბულ სამყაროს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის თაობაზე 13 აგვისტოს განაცხადა. არაბთა გაერთიანებულმა საემიროების განაცხადებით, შეთანხმება ისრაელის მხრიდან პალესტინური ტერიტორიების ანექსიის შეჩერებას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, ისრაელი მზადაა, შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გაფართოება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად აფასებს. ნეთანიაჰუს თქმით, სუვერენიტეტის გაფართოება მხოლოდ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მოხდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს - იორდანიასთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system