თავში

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს აძევებს
რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

გარდა ამისა, რუსეთი აშშ-ის ადმინისტრაციის რვა მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს.

15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს აძევებს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, სანქციები უწესდება 30-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

სანქციები შეეხება ასევე კრემლის დაზვერვის კონტროლის ქვეშ მყოფ რუსულ გამოცემებსა და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის განცხადებით, რუსეთის ინტერესების სასრგებლოდ მოქმედებენ.

შეზღუდვები ძალაში 15 აპრილიდან შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system