თავში

რუსეთი ადასტურებს, რომ SWIFT-ს გამოეთიშება

​რუსეთი ადასტურებს, რომ SWIFT-ს გამოეთიშება
რუსეთი ადასტურებს, რომ SWIFT-ს გამოეთიშება

შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, დასავლეთს სავსებით შეუძლია რუსეთი SWIFT-იდან გათიშოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევისთვის რუსეთი SWIFT-ის სისტემის საკუთარ ანალოგზე მუშაობს.

"რუსეთი ამით უკვე დიდი ხანია დაკავებულია, რადგან ეს ობიექტური აუცილებლობაა", - განაცხადა ბირიჩევსკიმ.

შეგახსენებთ, 29 აპრილს ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის სათაურია: ”რუსეთის, ალექსეი ნავალნის საქმის, უკრაინის საზღვარზე მისი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერების და ჩეხეთის რესპუბლიკაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ”. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის გადახდების სისტემა SWIFT-იდან გათიშვას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system