თავში

რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალს" ხურავს

რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალს" ხურავს
რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალს ხურავს

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის, "მემორიალის" დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოძიების განცხადებით, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, "მემორიალი" ისტორიას ამახინჯებდა.

ოპოზიციური ჯგუფები მიიჩნევენ, რომ "მემორიალმა“ მთავრობის აღშფოთება საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის დროს სახელმწიფოს მიერ მოკლული მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით გამოიწვია.

ამასთან, ორგანიზაციას ბრალი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის საფუძველზე წაუყენეს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა ჯგუფებმა ღიად უნდა მონიშნონ, რომ მასალები "უცხოური აგენტის" მიერ არის გამოცემული.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" 1987 წელს დაარსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system