თავში

რუსეთი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა - ენტონი ბლინკენი

რუსეთი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორი ქვეყნის
რუსეთი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინკონფერენციისას რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, რუსეთი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში შეიჭრა, ასევე მოლდოვაში ჯარებსა და საბრძოლო მასალას ინარჩუნებს მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ.

რუსეთი ბევრი ქვეყნის არჩევნებში ჩაერია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის არჩევნებში. რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა რუსეთის მთავრობის ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის, მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა, როდესაც ისინი ინგლისში, ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რუსეთმა დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები, უარი თქვა ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის დამკვიდრებულ ზომებზე, მხარი დაუჭირა მოძალადე დიქტატორებს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუშვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system