თავში

რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა - ბენ უოლესი

რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა - ბენ უოლესი
რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა - ბენ უოლესი

რუსეთი "ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა", - ამის შესახებ დიდ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა The Telegraph-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული წყალქვეშა ნავები ბრიტანეთის მთელ სანაპიროსთან ახლოს მოძრაობენ, ხოლო რუსული გემები ხშირად შემოდიან ბრიტანეთის საზღვაო წყლებში. 

უოლესმა განმარტა, რომ 2020 წელს 26 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი შენიშნეს, 2013 წლის შემდეგ კი ჯამში 150 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც წესი რუსული გემები ლა-მანშის სრუტესა და ჩრდილოეთის ზღვაში შემოდიან, თუმცა 2020 წლის ბოლოს, რუსული წყალქვეშა ნავი ირლანდიის ზღვაში დააფიქსირეს. ბრიტანელებმა უკვე სცადეს სხვადასხვა მეთოდები დეესკალაციის მისაღწევად, მაგრამ ამ დროისთვის რთულია ვითარების შემდგომი განვითარების პროგნოზირება, რადგან უოლესის განცხადებით, საქმე ეხება „ქვეყანას, რომელმაც სოლსბერიში ხალხი მოკლა“.

დიდი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2018 წლის შემდეგ გაუარესდა, როდესაც სოლსბერიში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system