თავში

რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა - ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა - ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი
რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა - ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის რეჟიმში დარჩენა გადამწყვეტია "ევროკავშირში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად". 

როგორც Deutsche Welle წერს, ორი ქვეყნის ლიდერებმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ევროკავშირი, რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით, გამოწვევების წინაშე დგას.

"რუსეთი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ ის ასევე, კონტინენტური მეზობელია ევროკავშირისთვის და ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა ჰიბრიდული შეტევა შეჩერებულია", - აღნიშნა გრემანიის კანცლერმა.

რუსეთთად დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმაც.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან საერთო ხაზები გამოინახოს. 

"რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენი ინტერესია, განვაგრძოთ რუსეთთან დიალოგი, თუკი უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს ევროკავშირში,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system