თავში

რუსეთი COVID-19- ის გასაკონტროლებლად მობილურებს გამოიყენებს

​რუსეთი COVID-19- ის გასაკონტროლებლად მობილურებს გამოიყენებს
რუსეთი COVID-19- ის გასაკონტროლებლად მობილურებს გამოიყენებს

რუსეთი კორონავირუსთან საბრძოლველად წესებსა და რეგულაციებს ამკაცრებს და დაავადების გავრცელების გასაკონტროლებლად, მობილურ ტელეფონებს გამოიყენებს. ქვეყნის პრემიერის, მიხეილ მიშუსტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრო მოქალაქეთა მობილური ტელეფონებით კონტროლის სისტემას შექმნის. ეს პროცესი 27 მარტამდე უნდა დასრულდეს. სისტემა იმ პირების იდენტიფიცირებას მოახდენს და ადგილმდებარეობას დაადგენს, ვისაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ჰქონდათ კავშირი. ნებისმიერმა პირმა, ვინც თვითიზოლაციაშია, შესაბამისი ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში უნდა გააგზავნოს. ადამიანებს თუ კორონავირუსით დაინფიცირებულთან, ან რისკის მქონე პირთან ექნებათ კონტაქტი, სისტემა, ბაზაში განთავსებული მონაცემების საფუძველზე, მათ შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის.

რუსეთის ხელისუფლება, ასევე, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს სახლში დარჩენისა და სოციალური კონტაქტებისგან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ხელისუფლებამ მობილურ ოპერატორებს უკვე მოუწოდა, ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში, არ გაუთიშონ მობილურები და აპატიონ დავალიანება მოქალაქეებს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 438 ადამიანია დაინფიცირებული. 71 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. საავადმყოფოშია 420, გამოჯანმრთელდა 17 და გარდაიცვალა 1 ადამიანი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, ეს ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალობა გაცილებით რთულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system