თავში

რუსეთი ფრთოსანი ბირთვული რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდას განაახლებს?

​რუსეთი ფრთოსანი ბირთვული რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდას განაახლებს?
რუსეთი ფრთოსანი ბირთვული რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდას განაახლებს?

სატელიტური თანამგზავრით გადაღებული სურათების თანახმად, რუსეთი ბირთვული რაკეტების გამოცდის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

CNN-ის ინფორმაციით, ახალ მიწაზე (არქიპელაგი არქტიკულ ოკეანეში, ჩრდილოეთ რუსეთში) მდებარე დახურულ პოლიგონზე აქტივობები შეინიშნება. მანამდე რუსული ფრთოსანი ბირთვული რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდა სწორედ ამ პოლიგონზე მიმდინარეობდა.

კომპანია Planet Labs -ის მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებში ჩანს, რომ პოლიგონზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსეთმა ფრთოსანი რაკეტის გაოცდა 2018 წელს შეაჩერა, მას შემდეგ რაც რაკეტის გამშვები მოედნის დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, როგორც ჩანს, პაუზა დროებითი იყო, წერს გამოცემა.

ამ ეტაპზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთმა, როგორც ჩანს, ფრთოსანი ბირთვული რაკეტების გამოცდის განახლება ამ მოლაპარაკებების ფონზე ცდილობს.

ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტა "ბურევესტნიკს" ჰაერში თითქმის განუსაზღვრელი დროით რჩება და დედამიწის ნებისმიერ წერტილზე მოულოდნელი შეტევა ნებისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს.

"ბურევესტნიკი"- პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებული ფრთოსანი რაკეტაა, რომლითაც კრემლი დასავლეთს არაერთხელ დაემუქრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system