თავში

რუსეთი Google-ს, Apple-ს და Meta-ს აიძულებს, ქვეყანაში ოფისები გახსნას

​რუსეთი Google-ს, Apple-ს და Meta-ს აიძულებს, ქვეყანაში ოფისები გახსნა
რუსეთი Google-ს, Apple-ს და Meta-ს აიძულებს, ქვეყანაში ოფისები გახსნას

რუსეთის საზედამხედველო სააგენტომ "როსკომნადზორმა" გამოაქვეყნა იმ უცხოური კომპანიების სია, რომლებმაც, ახალი კანონის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე ოფისები უნდა გახსნან.

მასში 13 კომპანია შევიდა: Google, Apple, Meta, Twitter, TikTok, Telegram, Zoom, Viber, Spotify, Likee, Discord, Pinterest და Twitch.

ჩამონათვალში შემავალმა კომპანიებმა 2022 წლის 1 იანვრამდე რუსეთში ფილიალი ან წარმომადგენლობა უნდა გახსნან, ასევე უპასუხონ "როსკომნადზორის" მოთხოვნებს და თავიანთ ვებგვერდზე გამოხმაურების ფორმა გამოაქვეყნონ.

კომპანიებს, რომლებიც კანონის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, რუსეთში რეკლამის განთავსებასა და რუსული იურიდიული და ფიზიკური პირებისგან გადახდების მიღებას აუკრძალავენ.

კანონი IT კომპანიების "ადგილობრივობის" შესახებ 2020 წლის ზაფხულში მიიღეს. რეესტრში ხვდებიან ვებგვერდები, რომლებსაც რუსეთში ყოველდღიურად ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system