თავში

რუსეთი მიგრანტების დახმარებით ბალტიისპირეთის ბლოკირებას მოახდენს - Times

​რუსეთი მიგრანტების დახმარებით ბალტიისპირეთის ბლოკირებას მოახდენს - Ti
რუსეთი მიგრანტების დახმარებით ბალტიისპირეთის ბლოკირებას მოახდენს - Times

უკრაინასა და NATO-ში შიშობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სუვალკის დერეფანი - ბალტიის ქვეყნების ერთადერთი საერთო საზღვარი ალიანსის სხვა წევრებთან დაიკავოს. ამას ის ორ საათზე ნაკლებ დროში ბელარუსში დაგროვილი მიგრანტების დახმარებით განახორციელებს. ინფორმაციას გამოცემა Times ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, მოსკოვმა, შესაძლოა, სუვალკის დერეფანში არეულობის დასაწყებად მიგრანტები გაგზავნოს.

"მაშინ რუსული ჯარები იქ შეჭრასა და ჰუმანიტარული კრიზისის საბაბით დერეფანში სამხედრო პატრულის დამყარებას შეძლებს. ეს საშუალებას მისცემს რუსეთს, კალინინგრადში მყოფი ძალები ბელარუსითან გააერთიანოს. ეს ყველაფერი, უკრაინული მხარის აზრით, შესაძლოა, ორ საათზე ნაკლებ დროში გაკეთდეს", - ნათქვამია Times-ის სტატიაში.

გამოცემის წყაროს თქმით, მოსკოვს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამოყენება უკრაინაზე თავდასხმის დროს NATO-ს ყურადღების გადატანისთვის შეუძლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system