თავში

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას უშვებს - Bloomberg

​რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას უშვებს - Bloomberg
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას უშვებს - Bloomberg

აშშ-ს დაზვერვამ ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა თავისი მონაცემები, რუკების ჩათვლით, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი ფართომასშტაბიანი შეტევის სცენარს რამდენიმე მიმართულებით და შემდგომ გრძელვადიან ოკუპაციას განიხილავს, თუ ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს. ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

მისი ცნობით, მონაცემები გასულ კვირაში NATO-ს რამდენიმე წევრ სახელმწიფოს გადაეცა. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ პუტინი ინტერვენციას, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში გეგმავდეს.

გამოცემა წერს, რომ სავარაუდო სცენარი დაახლოებით 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ძალების მიერ შეტევას ერთდროულად ოკუპირებული ყირიმიდან, რუსეთის საზღვრიდან და ბელარუსის ტერიტორიიდან ითვალისწინებს. საერთო ჯამში აქ 100 000-მდე რუსი სამხედრო იქნება ჩართული, მნიშვნელოვანი ტერიტორია კი მიტაცებული და ხანგრძლივი დროით ოკუპირებული იქნება.

Bloomberg-ის ორი თანამოსაუბრის თქმით, ამ ძალების ნახევარი უკვე პოზიციაზეა და ინტერვენცია ავიაციის მხარდაჭერით იგეგმება.

ორი წყარო იუწყება, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდისთვის რეზერვისტების უპრეცედენტო მობილიზება დაიწყო და მათი როლი, სავარაუდოდ, ტერიტორიის შენარჩუნება იქნება, როდესაც მთავარი ძალები შემოვლენ. თუმცა რუსეთს რეზერვისტების ფართომასშტაბიანი გამოძახება საჯაროდ არ გამოუცხადებია.

ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული თავდასხმების ზრდაზე და იმაზე, რომ მოსკოვი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ახალ აგენტებს ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system