თავში

რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს

რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს
რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციაში იმპორტირებული კალმარის შეფუთვაში ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს.

ზღვის პროდუქტი, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს რუსეთიდან იყო იმპორტირებული და ქალაქ ფუიუში ჩანჩუნის გავლით შეიტანეს. 

ჩინეთის საბაჟოებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ისინი იმპორტს ერთი კვირით შეაჩერებენ, ხოლო, თუ გაყინული ზღვის პროდუქტების ერთ მესამედში COVID-19-ის არსებობა დადასტურდება, იმპორტი ერთი თვის განმავლობაში შეჩერდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system