თავში

რუსეთიდან კიბერშეტევების ახალი ოპერაცია ტარდება - Microsoft

​რუსეთიდან კიბერშეტევების ახალი ოპერაცია ტარდება - Microsoft
რუსეთიდან კიბერშეტევების ახალი ოპერაცია ტარდება - Microsoft

Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღის შესახებ იუწყება. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით Nobelium, რომელიც სავარაუდოდ SolarWinds-ისა და ამერიკული სააგენტო USAid-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების უკან დგას, ახალ ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია.

Microsoft-ის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ამ ჰაკერულმა ჯგუფმა 22.9 ათასი კიბერშეტევა განახორციელა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებისა და სხვა ექსპერტების პოზიციით Nobelium რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system