თავში

რუსეთის დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

​რუსეთის დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
რუსეთის დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადებს ანულებს.

გუშინ დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციტივით, რომ რუსეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ, რათა ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს უფლება, 2024 წელის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

საკანონმდებლო პროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა და რეგიონული პარლამენტების სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა.

მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი. მომდევნო ეტაპი კი საყოველთაო კენჭისყრაა, რომელიც 22 აპრილს უნდა გაიმართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system