თავში

რუსეთის მშენებლობის მინისტრი და მის მოადგილე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

რუსეთის მშენებლობის მინისტრი და მის მოადგილე კორონავირუსით დაინფიცირდნენ
რუსეთის მშენებლობის მინისტრი და მის მოადგილე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსა და მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მშენებლობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ის კორონავირუსის ინფექციის მიუხედავად, კავშირზე იქნება. მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ნიკიტა სტასიშინი შეასრულებს.

გუშინ, 30 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა.

რუსეთის მთავრობის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 431 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 1 169 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია 13 220. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system