თავში

რუსეთის პატრიარქის მოწოდებით, სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი არ დაესწრება

რუსეთის პატრიარქის მოწოდებით, სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი არ დაე
რუსეთის პატრიარქის მოწოდებით, სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი არ დაესწრება

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე სააღდგომო ღვთისმსახურებას მოსკოვში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართავს. სააღდგომო მსახურების პირდაპირი ტრანლაცია რუსეთის სამაუწყებლო არხების მეშვეობით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

პირაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, პატრიარქი კირილე მრევს აღდგომის დადგომის დღესასწაულის მოახლოებას მიულოცავს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მორწმუნეებს სააღდგომო ღვთისმსახურების დროს სახლში დარჩენისა და ტრანსლაციის ყურებისაკენ მოუწოდა. ვოსკრესენსკის მიტროპოლიტის დიონისეს (პორუბიას) წერილის თანახმად, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდის მიერ არის გამოქვეყნებული, საეკლესიო მსახურება მოსკოვსა და მის რეგიონებში, ხელისუფლების მითითების შესაბამისად, მრევლის გარეშე ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system