თავში

რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა - განახლებულია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა  - განახლებულია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობდა.

"სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ტესტები, რომელიც მე კორონავირუსზე ჩავაბარე, დადებითი აღმოჩნდა", - განაცხადა პრემიერმა.

მიშუსტინის თქმით, ის ექიმების რეკომენდაციას დაემორჩილება და თვითიზოლაციას დაიცავს.

"მთავრობა მუშაობას საშტატო რეჟიმში გააგრძელებს. მე კოლეგებთან ტელეფონით და ვიდეოკავშირით აქტიურ კონტაქტზე ვიქნები", - დასძინა მან. 

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 101 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 1 073-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 099-ით გაიზარდა და 106 498-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system