თავში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა - განახლებულია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა  - განახლებულია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. 

"დიახ, მე ავად ვარ. ვმკურნალობ", - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინან პირადი კონტაქტი მას დაახლოებით ერთი თვეზე მეტი ხნის წინ ჰქონდა. 

მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოშია მოთავსებული პესკოვის მეუღლეც, ოლიმპიური ჩემპიონი ყინულზე ცეკვაში ტატიანა ნავკაც.

მისი თქმით, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ამბობენ, ქალებს ეს უფრო ადვილად გადააქვს. ეს მართალია. დიმიტრიც კონტროლის ქვეშაა, ყველაფერი კარგადაა. ვმკურნალობთ", - განაცხადა ნავკამ. 

6 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

30 აპრილს კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა.

1 მაისს რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსა და მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვს კორონავირუსი დაუდგინდათ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system