თავში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიიდან ორი დიპლომატის გაძევებას ეხმაურება

​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიიდან ორი დიპლომატის გაძევებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიიდან ორი დიპლომატის გაძევებას ეხმაურება

რუსული მხარე იძულებულია, ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების კომპლექსი განახორციელოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"გერმანული მხარის განცხადებას ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ უსაფუძვლოდ და არამეგობრულად განვიხილავთ", -აღნშნეს უწყებაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს.

სტატიას დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

3 დეკემბერს გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხარგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system