თავში

რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

​რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს
რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი დაიბარეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ამ საუბრის შემდეგ, რომელის ამერიკული მხარისთვის მძიმე იქნება, ჩვენ დამატებით ინფორმაციას გაგიზიარებთ", - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების დადგენილებას მოაწერა წელი. "შავ სიაში" 32 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა და დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვა აქტებს ახორციელებდა.

ამასთან, სანქციები დაუწესდა 8 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ყირიმთან არიან დაკავშირებული.

გარდა ამისა, ვაშინგტონი რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელს გააძევებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system