თავში

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს

​რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს

„ყველაფერი ნორმალურადაა, მე ამას გადავიტან“, - ამის შესახებ რუსეთის ცესკოს თავჯდომარემ მოსკოვში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

გუშინ ღამე, ადგილობრივი დროით 01:30-ზე, ელა პამფილოვას სახლში, რომელიც პოდმოსკოვიეში მდებარეობს, ნიღბიანი დაუდგენელი მამაკაცი შეიჭრა. მან შენობაში ფანჯრიდან შეაღწია, ცესკოს თავმჯდომარეს ელექტროშოკერით რამდენიმე დარტყმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system